logo_geo
eng_logo
ჰონგ-კონგი ჩინეთთან ვირუსის გამო სახმელეთო მიმოსვლას ზღუდავს, საჰაეროს კი ამცირებს
- +

28 იანვარი. 2020. 20:54

 

ჰონგ-კოგნის ლიდერის კერი ლამის განცხადებით, ქალაქსა და ჩინეთს შორის სასაზღვრო მიმოსვლა შეიზღუდება, რადგან კორონავირუსი გავრცელებას განაგრძნობს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 

ჩინეთში ვირუსისგან უკვე 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ინფიცირებულთა რაოდენობამ კი 4500-ს გადააჭარბა. ორშაბათს, გერმანიამ და იაპოანიამ განაცხადეს, რომ დაუფიქსირდათ ისეთი მოქალაქეების ინფიცირების შემთხვევა, რომელთაც ჩინეთში არ უმოგზაურიათ. ვირუსი ჩინეთსა და კიდევ 16 სახელმწიფოშია დაფიქსირებული.

 

კერი ლამმა დღეს ასევე განაცხადა, რომ სახმელეთო მიმოსვლის შეზღუდვის პარალელურად, ორჯერ შემცირდება საჰაერო ფრენები ჩინეთის მიმართულებით. კერი ლამს მედიასთან სიტყვით გამოსვლის დროს პირბადე ეკეთა.

 

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. ვირუსი უკვე დაფიქსირდა ჩინეთის გარეთ - ტაილანდში, აშშ-ში, სინგაპურში, ჰონგ-კონგში, ნეპალში, ავსტრალიაში, ტაივანზე, მალაიზიაში, იაპონიაში, საფრანგეთში, სამხრეთ კორეაში, ვიეტნამსა და კანადაში.

 

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთის ხელისუფლებამ პეკინში ახალი წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გააუქმა.

 

ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს. საქართველოში ვირუსის გავრცელების შანსი მინიმალურია.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner