logo_geo
eng_logo
ყურადღებით! თაღლითობა „ფეისბუქზე“!..
- +

12 ივნისი. 2016. 02:21


"ფეისბუქზე" თაღლითობის ახალი სქემა გამოჩნდა. თუ მეგობრებში გამატებთ ადამიანი, რომელიც უკვე არის თქვენს სიაში, დიდი ალბათობით, მოტყუებასთან გვაქვს საქმე.


თავდაპირველად იქმნება ადამიანის ახალი გვერდი, სადაც კოპირდება სრული ინფორმაცია და რეალური ფოტოები. შემდეგ თაღლითები ამატებენ მეგობრებში მათ, ვინც მსხვერპლის კონტაქტებში უკვე არის. ადამიანები, ნაცნობი სახის დანახვისას, თამამად ამატებენ მეგობრებში მას, რადგან ფიქრობენ, რომ ძველი გვერდი გატეხილი ან გაუქმებულია.


პროგრამისტები გვაფრთხილებენ: სანამ ასეთ მომხმარებელს დაამატებთ, დარწმუნდით, რომ ეს ნამდვილად თქვენი ახლობლის გვერდია.


ამგვარად თაღლითები აგზავნიან შეტყობინებებს სხვადასხვა თხოვნით, რისი მეშვეობითაც

შეუძლიათ, შეიტყონ თქვენზე ინფორმაცია. ხშირად ითხოვენ ფულს, რომლის დაბრუნებას, რა თქმა უნდა, არ აპირებენ.


უსაფრთხოების მიზნით თქვენი გვერდის წვდომა შეზღუდეთ. შეცვალეთ პარამეტრები ისე, რომ მხოლოდ მეგობრებს შეეძლოთ თქვენი ინფორმაციისა და ფოტოების დათვალიერება. ასევე, შეზღუდეთ თქვენი მეგობრების სიის ნახვის წვდომა და გრაფაში: "ვის შეუძლია თქვენი მეგობრების სიის დათვალიერება" - მიუთითეთ მხოლოდ "მეგობრები".


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner