logo_geo
eng_logo
იამაიკის სანაპიროსთან 7,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
- +

29 იანვარი. 2020. 00:57

 

იამაიკის სანაპიროსთან 7,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწი​​სძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის გეოლოგიური სამსახური (USGS) ავრცელებს.

 

მიწისძვრა ადგილობრივი დროით 14:10 საათზე მოხდა. ეპიცენტრი ქალაქ ლუსეადან 117,4 კილომეტრში, 10 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.

 

შესაძლო მსხვერპლისა ან ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა. USGS-ის ცნობით, იამაიკას, კუბასა და კაიმანის კუნძულებს მიწისძვრით გამოწვეული ცუნამი ემუქრებათ.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner