„სახალხო დამცველს არასდროს გამოუთქვამს პროტესტი, როდესაც ტელევიზიით ხდება ნარკოტიკების პოპულარიზაცია“, – ამის შესახებ ჟურნალისტმა მანჩო გიორგობიანმა „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
„ლომჯარიას ომბუდსმენობა იმთავითვე უკან გადადგმული და მოღალატეობრივი ნაბიჯი იყო ქვეყნისთვის. ვთქვი კიდეც – ძალიან მალე ინანებთ-მეთქი და კიდევ ბევრი დარწმუნდება იმაში, თუ როგორი უსამართლო, მატყუარა და პოლიტიკურად ანგაჟირებული სახალხო დამცველი გვყავს. ეს არის ყველაზე უტიფარი სახალხო დამცველი, რომელიც აქამდე გვყოლია. არაფრით ჩამოუვარდება ნაციონალების ხელისბიჭს გიორგი ტუღუშს, რომლის საქციელი კიდევ შეიძლება, შიშის ფაქტორით ახსნა – ტოტალიტარული რეჟიმის მსხვერპლი იყოო, მაგრამ არავითარი გამართლება არ აქვს ნინო ლომჯარიას საქციელს, რადგან მას დღეს გაცილებით თავისუფალ გარემოში უწევს საქმიანობა.
სახალხო დამცველს არასდროს გამოუთქვამს პროტესტი, როდესაც ტელევიზიით ხდება ნარკოტიკების პოპულარიზაცია პოლიტიკოსების და ცნობილი ადამიანების მიერ. არ უნდა ამოიღოს ხმა, როდესაც ლევან ბერძენიშვილი სტუდენტებთან ლექციაზე პირდაპირ ამბობს, რომ, თურმე, ნარკოტიკის ერთხელ ან 17-ჯერ მოხმარება არავის არაფერს ვნებს?“ – აღნიშნა გიორგობიანმა.