logo_geo
eng_logo
პოლიციამ ოზურგეთში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
- +

29 იანვარი. 2020. 11:22

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ა.ტ., ყაჩაღობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

 

მის მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 14 იანვარს ოზურგეთში მდებარე ერთ-ერთ სუპერმარკეტს ყაჩაღურად თავს დაესხა, ცივი იარაღის მუქარით მოლარეს ფული გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

სამართალდამცველებმა, ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ა.ტ. მომხდარიდან რამდენიმე დღეში, ოზურგეთში დააკავეს.

 

ნივთმტკიცებად ამოღებულია დანა.

 

ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner