logo_geo
eng_logo
სოსო მანჯავიძე: იგივე მოსდით უცხოეთიდან გადმორგულ პოლიტიკურ ქათმებს...
- +

12 ივნისი. 2016. 02:55


თბილისის საკრებულოს წევრი სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში წერს:


„დასავლეთ საქართველოში, სიცხისას ქათმები ღამე საქათმეში არ შედიან და ხეზე იბუდებენ.

 

ამით სარგებლობს მელა, მიცუნცულდება ხის ძირას და გაზებს უშვებს. გაზები ისეთი მკვრივი და ტოქსიკურია, რომ ქათამი ბრუვდება, ძირს ვარდება და მელას მსხვრპლი ხდება.

 

იგივე მოსდით უცხოეთიდან გადმორგულ ფინანსურ ხეზე შებუდებულ პოლიტიკურ ქათმებს, რომლებიც რუსთავი 2-ის ტოქსიკური ინფორმაციული გაზებით გაბრუებულნი ძირს ცვივიან, სადაც თავიანთ პოლიტიკურ სიკვდილს პოულობენ.

 

ამიტომ ქათმები საქათმეში უნდა იყვნენ, ხოლო მელას ხაფანგი და ტყვია თუ უშველის. სხვა მეთოდი ჯერ არავის მოუგონებია."- წერს მანჯავიძე. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner