სოციალური ქსელის მომხმარებელი თიკო თვალაძე ლეიბორისტული პარტიის ლიდერის განცხადებას ეხმაურება, რომელიც შალვა ნათელაშვილმა „რუსთავი 2"-ის ეთერში გააკეთა:
„შალვა ნათელაშვილმა საოცარი სიბრძნე გვტყორცნა რ2-ის ეთერიდან. ობამა რომ CNN-ს სამეურვეო საბჭოს საქმიანობაში ჩარეულიყო, აუცილებლად დატოვებდა პრეზიდენტის პოსტსო. ჯერ სად ერეკლე და სად რუსთავი 2? ეტა რას და მეორე, CNN-ს რომ მიშაპადობნი ბინ ლადენი მართავდეს, ჩაერეოდა კი არა სულ BBC-ით და FoxNews-ით ცემდა", - წერს თვალაძე.