ექსპერტი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ოკლაჰომელი მაჟორიტარის, კონგრესმენ მარკვეინ მალინის ბიოგრაფიაში არის ფინანსებთან დაკავშირებული საკმაოდ პიკანტური ისტორიები. წარმომადგენელთა პალატის ეთიკის კომიტეტი 5 წლის მანძილზე იძიებდა მალინის ინტერესთა კონფლიქტს.
2018 წლის აგვისტოში, ეთიკის კომიტეტმა დაადგინა, რომ კონგრესმენი მალინი პარალელურად ხელმძღვანელობდა საოჯახო ბიზნესს - სანტექნიკის კომპანიას, საიდანაც იღებდა რეგულარულ შემოსავალს და რეკლამასაც კი უწევდა.
კონგრესმა მას სანქციები არ დაადო, თუმცა, დააბრუნებინა ბიზნესიდან მიღებული შემოსავალი - $40 000 და ჩაახსნევინა თავი იმ კომპანიიდან.
კონგრესმენ მალინს სხვა სკანდალიც აქვს. კოლეგასთან, კრის კოლინსთან ერთად, ინვესტიცია განახორციელა ავსტრალიის ერთ-ერთ ფარმაცევტულ კომპანიაში, რომლის გამოშვებულმა ახალმა წამალმა არ ივარგა. კონგრესმენ კოლინსს ბრალი წაუყენეს ინსაიდერული ტრეიდინგისთვის - სანამ წამლის უკუეფექტის შესახებ ცნობილი გახდებოდა, კომპანიის აქციები გააყიდინა ოჯახის წევრებს, რითაც ხეირი ნახა. მალინს კი იძიებენ ამ საქმეში...
Money makes the world go around...
Mullin (R-Okla.) faced allegations that he broke House rules by appearing in commercials for his family plumbing business and received improper payments for his role as a president and director of various family companies“, - წერს გია აბაშიძე.
გია აბაშიძის აღნიშნულ პოსტს ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება:
„რას ამბობთ, კაცო, ამერიკელი კონგრესმენი?!
როგორ, ამათაც იციან ცხვირში თითის შეყოფა და ჩიჩქნა?!“ - წერს მძინარაშვილი.