„აფხაზეთში ძალიან მომძლავრდა „ქურდული სამყარო“, რომელიც დიდი ქონების მფლობელია“, - ამის შესახებ ექსპერტმა მამუკა არეშიძემ ისაუბრა.
„აფხაზეთში მოხდა რიგით მეოთხე გადატრიალება, რომელიც „შავი სამყაროს“ აქტიური ჩარევით განხორციელდა! ბაღაფში საბჭოთა პარტმუშაკი იყო, ანქვაბი საბჭოთა საქართველოს მილიციის გენერალი, ხაჯიმბა რუსეთის „ФСБ“-ს გენერალი... ამ ბოლო მოვლენებში კი მთავარი როლი ითამაშა კრიმინალურმა ავტორიტეტმა, დონბასის გმირად წოდებულმა ახრა ავიძბამ, რომელმაც, როგორც ამბობენ, დონბასში უკრაინული ბანკები „გაიტანა“ და 3 მილიონ დოლარამდე იშოვა! აფხაზეთში ძალიან მომძლავრდა „ქურდული სამყარო“, რომელიც დიდი ქონების მფლობელია და უკვე პოლიტიკურ მმართველობაზეც აქვს პრეტენზია“, - აღნიშნა არეშიძემ.