logo_geo
eng_logo
გიორგი გიგაური: „შედი, ქალო, ბუდკაში!“
- +

12 ივნისი. 2016. 10:30



ჟურნალისტი გიორგი გიგაური საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებას ეხმაურება, რომელიც თინა ხიდაშელმა ვაშინგტონში, ატლანტიკური საბჭოს მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე გააკეთა.


შედი, ქალო, ბუდკაში!..


ამ დარბაზშიც და მის გარეთაც ყველამ იცის, რომ ერთადერთი მიზეზი, რომლის გამოც საქართველო აქამდე არ არის ნატოს წევრი არის ის, რომ ეს რუსეთს არ სურს!"- ეს სიტყვები საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა წარმოთქვა ვაშინგტონში ვიზიტისას, უავტორიტეტულესი კვლევითი ცენტრის - „ატლანტიკური საბჭოს" მიერ ორგანიზებული შეხვედრაზე!

 

ანუ ხიდაშლიანთ თინამ, ისეთი ჭკუამოკლეა, თავისდაუნებურად, აღიარა, რომ:

 

1. საქართველოს ევრო-ატლანტიკური ჭინთვები ფარსია, რადგან ჩვენს ბედს რუსეთი განაგებს!

 

2. ნაც-ლიბერასტთა სალოცავი ევრო-ამერიკა ჩვეულებრივი კურდღელია, რომელსაც კრემლი აშინებს!

 

3. საქართველო ნატო-ში კიდევ კარგა ხანს ვერ შევა, რადგან რუსეთი ,,ჩამოშლას" აშკარად არ აპირებს - ის კი არა, ამერიკის უსურობისა და ფარჩაკობის გამო, სულ უფრო ძლიერდება!

 

ახლა, მითხრას ვინმემ, ცანცარა ,,მხედართმთავარ" თინა ხიდაშელზე უკეთ, რომელი რუსეთის აგენტი დაასხამდა თავს ლაფს თვით ,,ატლანტიკურ საბჭოში" - ნატოს, ამერიკას, ევროპასა და ჩვენებურ მედასავლეთეთა ბერწ ოცნებებს?!", - წერს გიგაური.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner