logo_geo
eng_logo
დოდო გუგეშაშვილი: მალე დამკვეთის ვინაობაც გაირკვევა
- +

29 იანვარი. 2020. 15:39

 

 

„როდესაც მყარი მტკიცებულებები მოაგროვეს, მოჰკიდეს ხელი შემსრულებელს“, - ამის შესახებ თადარიგის პოლკოვნიკმა დოდო გუგეშაშვილმა ისაუბრა.

 

„ბრალდებული ნამდვილად არის ის, ვინც გვესროლა მე და ჩემს ვაჟს. მინისტრის მოადგილეს ბრიფინგზე არ უთქვამს, რომ დამკვეთი ნაპოვნია. როდესაც მყარი მტკიცებულებები მოაგროვეს, მოჰკიდეს ხელი შემსრულებელს. დანარჩენი გასარკვევია და მალე დამკვეთის ვინაობაც გაირკვევა.

 

ფაქტია, მან ოჯახი ამომიწყვიტა. წარმოდგენა არ მაქვს, ვინ არის, რატომ და საიდან აღმოჩნდა ჩემს უბედურებაში... პასუხს ველოდები გამოძიებისაგან. მისი ჩვენება ძალიან მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, ის დააკავეს, ვინც უნდა დაეკავებინათ. ახლა გამოძიების საქმეა, დამკვეთის ვინაობის გაარკვიოს. იმ გუნდის თვალთახედვას, რომელიც ჩართული იყო გამოძიებაში, დარწმუნებული ვარ, არაფერი გამოეპარება“, -აღნიშნა გუგეშაშვილმა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner