მექსიკაში ყველაზე მძლავრი ვულკანი პოპოკატეპეტლი გააქტიურდა. ვულკანიდან ლავა მოედინება და ფერფლის სვეტის სიმაღლემ უკვე კილომეტრს მიაღწია.
მიმდებარე ტერიტორიიდან ხელისუფლებამ ხალხის ევაკუაცია განახორციელა.
პოპოკატეპეტლი - მექსიკაში სიდიდით მეორე ყველაზე აქტიური ვულკანია. მისი სიმაღლე 5 426 მეტრია და მეხიკოდან 70 კილომეტრში მდებარეობს.
ვულკანის ყველაზე მძლავრი ამოფრქვევა მექსიკაში 2000 წელს მოხდა.