logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: ჩვენი ბიუროკრატია მაქსიმალურად პოლიტიკურად ნეიტრალური და მაღალი ხარისხის მატარებელი უნდა იყოს
- +

29 იანვარი. 2020. 15:56

 

 

„ჩვენი ბიუროკრატია მაქსიმალურად პოლიტიკურად ნეიტრალური და მაღალი პროფესიული ხარისხის მატარებელი უნდა იყოს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დონორთა ყოველწლიური ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

პრემიერ - მინისტრმა ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებსა და გამოწვევებზე საუბრისას ყურადღება ღია მმართველობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ღია მმართველობის პარტნიორობაში მონაწილეობა საქართველოსთვის შემდგომი წლების განმავლობაშიც პრიორიტეტად რჩება და ამ კუთხით მნიშვნელოვანი მიზანი კორუფციასთან ბრძოლაა.

 

„რაც შეეხება ღია მმართველობას, მოგეხსენებათ, როგორც ინსტიტუციონალური განვითარებით, ასევე სხვადასხვა პროცედურებით ავტორიტეტული საერთაშორისო რეიტინგებით ბევრ, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყანას უსწრებს. ჩვენ წლებია ძალიან კარგად გვესმის, რომ ღია მმართველობის პრინციპისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა და შემდგომი წლების განმავლობაში ჩვენი კონცენტრირებული შრომის მიზანი უნდა გახლდეთ კორუფციასთან ბრძოლა. ეს რა თქმა უნდა, ასე იქნება. არის გარკვეული ნაბიჯები, რომლებიც სახელმწიფომ უკვე გადადგა. ეს გახლავთ სახელმწიფო შესყიდვების, საბაჟო და საგადასახადო სფეროს, საჯარო სერვისების, ქონებრივი დეკლარაციის მიმართულებით.

 

საერთოდ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ შეუძლებელია ქვეყნის განვითარების წარმატება ძლიერი და პოლიტიკურად ნეიტრალური საჯარო სექტორის არსებობის გარეშე, ჩვენი ბიუროკრატია მაქსიმალურად პოლიტიკურად ნეიტრალური და მაღალი პროფესიული ხარისხის მატარებელი უნდა იყოს. ესაა ძირითადი გამოწვევა, რომელიც დღეს ღია მმართველობის თვალსაზრისით სახელმწიფო ინსტიტუტების სწრაფ განვითარებას შეიძლება უშლიდეს ხელს. აქ გვაქვს სერიოზული წარმატება, თუმცა სამუშაო კვლავ ბევრია“, - აღნიშნა გახარიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner