logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე: კრიმინალების შემოსევას სააკაშვილის რეჟიმის დროს დაედო სათავე
- +

29 იანვარი. 2020. 16:03

 

 

„ირანში განვითარებული მოვლენების შედეგად ამ ქვეყნიდან და სხვა ქვეყნებიდანაც საქართველოში ათასობით ადამიანი შემოდის “, - ამის შესახებ „ქართული მარშის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

 

„კრიმინალების შემოსევას სააკაშვილის რეჟიმის დროს დაედო სათავე. როდესაც ამ ქართველთმოძულემ უამრავ უცხოელს  საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა. ხოლო ქართული მიწები ინდუსებს, ირანელებს, ჩინელებსა და სხვა გადამთიელებს დაურიგა.

 

ირანში განვითარებული მოვლენების შედეგად ამ ქვეყნიდან და სხვა ქვეყნებიდანაც საქართველოში ათასობით ადამიანი შემოდის და უკან მხოლოდ 15-20 პროცენტი ბრუნდება! ეს არის გამიზნული პოლიტიკა, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია, ყველა ხერხით ქართველები საკუთარი სამშობლოდან გააძევონ და აქ უცხოტომელები დაასახლონ. ფაქტობრივად, ეს არის უცხოტომელთა მხრიდან საქართველოს ოკუპაცია, რაც რუსულ ოკუპაციაზე გაცილებით დამღუპველ შედეგს მოიტანს!“ - აღნიშნა სანდრო ბრეგაძემ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner