logo_geo
eng_logo
რამზან კადიროვი: უნდა გამოვლინდნენ ის ეშმაკები, რომლებიც ჭორებს ავრცელებენ
- +

29 იანვარი. 2020. 16:06

 

 

ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან საუბრისას, რესპუბლიკის მეთაურმა რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ „ჭორების გამავრცელებლები“ ნომერ პირველი მტრები არიან. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

 

„უნდა გამოვლინდნენ ის ეშმაკები, რომლებიც ჭორებს ავრცელებენ“, - განაცხადა კადიროვმა და იმ ადამიანებს, რომლებიც გაუჩინარებული ადამიანების გამო „ხმაურს იწყებენ“, მოუწოდა, რომ „საკუთარ ნარკომანებს მიხედონ“.

 

„ჩვენ ვცხოვრობთ კანონის უზენაესობის პირობებში - რუსეთის ფედერაციაში, გვაქვს კანონები, კონსტიტუცია. ჩვენ არ ვარღვევთ კანონს. მოვიწვიეთ პირი, ვსაუბრობთ ორი საათის განმავლობაში, მერე ამბობენ, რომ დააკავეს. კაცი წავიდა პიატიგორსკში, გადაყლაპა აბები და დარჩა იქ, მაგრამ ყველა ამბობს, რომ გაიტაცეს, მოკლეს, დააბრუნეთ! სჯობს, თქვენ ნარკომანებს მიხედოთ, ვიდრე ყველა ცოდვაში ჩვენ დაგვადანაშაულოთ“, - განაცხადა კადიროვმა.

 

რესპუბლიკის მეთაურმა მედიაც გააკრიტიკა, რომელიც „ხელმძღვანელების კარნახით ფასიან სტატიებს წერენ ჩეჩნეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ“.

 

„ისინი ილაპარაკებენ, დაწერენ. ყურადღება არ მიაქციოთ, არ დააკომენტაროთ, თავი დაანებეთ. მე მათ ადამიანებად არ ვთვლი. ისინი ეშმაკები არიან - ღირსების, რელიგიის, მორალის გარეშე. რა უნდა ჩვენს ხალხს და რა უნდა გავაკეთოთ მათთვის, ისედაც ვიცით“, - განაცხადა კადიროვმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner