logo_geo
eng_logo
რატომ გადაუხადა მადლობა გია ფერაძემ ლეონიდ ბრეჟნევს
- +

12 ივნისი. 2016. 11:06



ვაჟა ლორთქიფანიძე გიაფერაძის ახლო მეგობარი იყო. როდესაც იგი კომკავშირის ცეკას მდივანი გახდა, შეხვედრებზე გიაც ხშირად დაჰყავდა. ერთ დღეს, გიამ კაბინეტში მიაკითხა.


ვაჟამ სთხოვა: ცოტა ხანს აქ დაჯექი, 10 წუთში უცხოელი სტუმრები უნდა მივიღოო. გია მოშორებით, კუთხეში დაჯდა, შემოვიდნენ სტუმრები. გია როგორც აქტივისტი მსახიობი, ისე წარადგინეს, გავიდა 20 წუთი.


შეხვედრა გაჭიანურდა. პურმარილის მოლოდინში გიას სული უკაწკაწებდა, ადგილზე ვერ ისვენებდა. ცოტა ხანში ადგა, სიგარეტი ამოიღო, ცეკას მდივანთან მივიდა და მობოდიშებით ასანთი სთხოვა. უარი მიიღო. მივიდა კედელთან, სადაც ბრეჟნევის ახალგაზრდობის სურათი ეკიდა.


„მცირე მიწაზე" გადაღებული ფოტოდან, პაპიროსით ხელში ფორმაში გამოწყობილი ბრეჟნევი იმზირებოდა. - разрешите прикурить? - ჰკითხა გიამ და ყველასგან შეუმჩნევლად ჯიბიდან სანთებელა ამოიღო, შემდეგ კი სიგარეტი ბრეჟნევის სიგარეტს მიადო, მსუყე ბოლი გამოუშვა და გემრიელად გააბოლა. მერე სურათს თავი დაუკრა და ლეონიდ ილიჩს მადლობა ხმამაღლა გადაუხადა.


სტუმრები გაოგნდნენ და სურათს მიაშტერდნენ. ყველაზე მეტად, ვაჟა ლორთქიფანიძე გაოცდა, რომელიც სურათთან ზურგით იჯდა, ამიტომაც, ვერ გაეგო, როგორ მოუკიდა გიამ სიგარეტს და რატომ უხდიდა მადლობას ლეონიდ ილიჩს...


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner