logo_geo
eng_logo
სიმონ კილაძე: კაცო, მარკუეინ, ეგ შენი „ფრონტერა“, იცი, რამდენი წელი გვეუბნება - საქართველოში მსოფლიოში უდიდესი გაზის საბადო აღმოვაჩინეო?
- +

29 იანვარი. 2020. 16:13

 

ანალიტიკოსი სიმონ კილაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ფრონტერას“ ლობისტის შემოტევა.,..

 

მე მგონი, რესპუბლიკელი კონგრესმენი მარკუეინ მალინი საქართველოს პრემიერ-მინისტრისადმი წერილში აჭარბებს, როცა ჩვენს მთავრობას „ფრონტერას“ დევნას აბრალებს.

 

კაცო, მარკუეინ, ეგ შენი „ფრონტერა“, იცი, რამდენი წელი გვეუბნება - საქართველოში მსოფლიოში უდიდესი გაზის საბადო აღმოვაჩინეო? ჯერ კიდევ 2014 თუ 2015 წლიდან, მაგრამ მაგის ნაპოვნი გაზი ჯერ არ გვინახავს და ისევ აზერბაიჯანელებს შევცქერით ხელებში.

 

ესე იგი, აშკარად გვატყუებს, თანაც დიდი ხანია. ვითმენდით, აბა, რა გვექნა, ამერიკული კომპანიაა და... მაგრამ მოთმინებასაც თავისი საზღვარი აქვს.

 

„ფრონტერას“ ლობისტი კი ხარ და გვარიან ხელფასს გიხდის ამისათვის, მაგრამ არ უნდა ჰკითხო შენს ფრენდებს ერთხელ მაინც - მაჩვენეთ, რა იპოვეთ საქართველოში, რომ დავრწმუნდე თქვენს კაიკაცობაშიო?“ - წერს კილაძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner