logo_geo
eng_logo
ვანო ოქროპირიძე: მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადება არ შეესაბამება სინამდვილეს
- +

29 იანვარი. 2020. 16:27

 

 

 

„მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადება არ შეესაბამება სინამდვილეს. სისხლის სამართლის საქმეში მოიპოვება ჩხრეკის ოქმი, სადაც ყველა გრაფაში, სადაც საჭიროა მონაწილე პირის ხელმოწერა, დაფიქსირებულია მალხაზ მაჩალიკაშვილის ხელმოწერა“, - ამის შესახებ პროკურორმა ვანო ოქროპირიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ მას არ მოუწერია ხელი ოქმზე, რომელიც ადასტურებს, რომ ხელყუმბარა თემირლან მაჩალიკაშვილის ოთახიდან იქნა ამოღებული. 

 

„მალხაზ მაჩალიკაშვილს ხელმოწერით აქვს დადასტურებული, რომ ხელყუმბარა თემირლან მაჩალიკაშვილის ოთახიდან იქნა ამოღებული. მოცემულ ჩხრეკის ოქმში ასევე მითითებულია მაჩალიკაშვილის შენიშვნა, სადაც აღნიშნავს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის ოთახიდან ამოღებული ფულადი თანხა არ ეკუთვნოდა თემირლან მაჩალიკაშვილს და იყო მისი დის საკუთრება, ხოლო ხელყუმბარაზე, რაიმე სახის განცხადება ან შენიშვნა არ დაუფიქსირებია“, - განაცხადა ოქროპირიძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner