ყოფილი პარლამენტარის ვახო ბეგიაშვილის განცხადებით, იმ პოლიტიკოსებმა, რომლებიც აგდებულად ეკიდებიან განათლებისა და მეცნიერების საკითხებს, უნდა იცოდნენ, რომ სახელმწიფოს ბედისწერა ყალიბდება სკოლაში, უნივერსიტეტში და არა პარლამენტსა და მთავრობაში.
„ამიტომაც ამბობდა უდიდესი სახელმწიფო მოღვაწე უინსტონ ჩერჩილი „სკოლის მასწავლებელი ისეთ ძალაუფლებას ფლობს, რომელზედაც პრემიერ-მინისტრები მხოლოდ ოცნებობენ", - წერს ბეგიაშვილი სოციალურ ქსელში.