logo_geo
eng_logo
სოსო გოგაშვილის განცხადებით, ტერორისტულ დაჯგუფებას „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი ლიდერები პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებდნენ
- +

29 იანვარი. 2020. 17:54

 

ტერორისტულ ორგანიზაციებთან „ნაციონალური მოძრაობის“ კავშირის შესახებ სოსო გოგაშვილის მიერ გუშინ გაკეთებული სკანდალური განცხადების შემდეგ, სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი „ქრონიკას“ პირველ სატელევიზიო ინტერვიუს აძლევს.

 

ექსკლუზიურ მასალაში, გოგაშვილი დეტალებზე საუბრობს და რამდენიმე გვარსაც ასახელებს. მათ შორის არიან ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი.

 

სოსო გოგაშვილის თქმით, ვანო მერაბიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის უშუალო ჩართულობით შექმნილი იყო დაჯგუფება, რომლის წევრებიც იყვნენ ტერორისტები და რომელსაც ახმედ ჩატაევი ხელმძღვანელობდა. ამ დაჯგუფებას კი, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი ლიდერები პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებდნენ.

 

სოსო გოგაშვილი ასევე განმარტავს, რომ ეს არ არის მხოლოდ განცხადება, განცხადებისთვის და მას ამის დადასტურება შეუძლია, როგორც მტკიცებულებებით, ასევე მოწმეებით, რომლებიც ამ თემაზე ისაუბრებენ.

 

სოსო გოგაშვილი აცხადებს, რომ მზად არის, დოკუმენტები გადასცეს გენერალურ პროკურატურას.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner