logo_geo
eng_logo
ნანა გაგუა: ამ სიტყვებისთვის ირაკლი ღლონტს წინა წლებში გლდანის ციხეს ახეხინებდნენ დუბინკების თანხლებით!
- +

12 ივნისი. 2016. 11:17


 

ამ სიტყვებისთვის ირაკლი ღლონტს წინა წლებში ენას ამოაგლეჯდნენ და ხელში დააჭერინებდნენ!", - ასე ეხმაურება Georgian times-ის მთავარი რედაქტორი ნანა გაგუა „რეფორმატორების" ლიდერის განცხადებას, სადაც ღლონტი ქვეყნის თავისუფლებისა და მედიის გადასარჩენისთვის ბრძოლის დაწყებისკენ მოუწოდებს კოლეგებს.  


 

„+ ყველა გაუსხნელ საქმესაც შეტენიდნენ, წელშიც გადატეხავდნენ, დედასაც ''მოუკითხავდნენ'' და გლდანსაც ახეხინებდნენ დუბინკების თანხლებით და, პრინციპში, სწორიც იქნებოდა!", - წერს გაგუა.


„რეფორმატორების" თავმჯდომარემ კოლეგებს მიმართა და მათთან ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი მედიის დასაცავად კონსულტაციებს დაწყებისკენ მოუწოდა. ირაკლი ღლონტი მიიჩნევს, რომ დროა პოლიტიკოსები ინტერვიუებისა და კომენტარების რეჟიმიდან გამოვიდნენ და ხალხთან ერთად ქვეყნის თავისუფლებისა და მედიის გადასარჩენად ბრძოლა დაიწყონ.


„დღეს ბიძინა ივანიშვილის სამმა ურთმელიძე ინკვიზიტორმა სამართალი თავზე დაგვახია. მივმართავ ჩემს კოლეგებს, ნუ დავრჩებით კომენტარებისა და ინტერვიუების პოლიტიკის რეჟიმში და დავიწყოთ კონსულტაციები. ნუ დავრჩებით სახლში, როცა კანონი არ კანონობს ხალხის ვალდებულებაა აჯანყდეს, ამიტომ თუ საჭიროა ავჯანყდეთ, ეს ჩვენს ქვეყანას სჭირდება. დავიწყოთ კონსულტაციები და ვიბრძოლოთ თავისუფლებისთვის და მედიის გადასარჩენად" - აცხადებს ირაკლი ღლონტი.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner