logo_geo
eng_logo
საპროკურორო საბჭო საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატად წარმოდგენილ ორ პირს გაესაუბრა
- +

29 იანვარი. 2020. 19:41

 

2020 წლის 29 იანვარს საპროკურორო საბჭო, „საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატების შერჩევის წესის“  მე-3 მუხლის შესაბამისად,  საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ  ორ პირს - ვალერიან ვაჭარაძეს  და დავით ზირაქაშვილს გაესაუბრა. მათ  საპროკურორო საბჭოს წარუდგინეს საქართველოს პროკურატურის განვითარების ხედვა, სტრატეგია და საპროკურორო საბჭოს წევრების შეკითხვებს უპასუხეს.

 

გასაუბრების პროცესი ღიაობისა და გამჭირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, საპროკურორო საბჭოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე  pc.gov.ge  და საპროკურორო საბჭოს  „ფეისბუქ“-გვერდზე   „ლაივ სტრიმით“ გადაიცემოდა.

 

საპროკურორო საბჭო ერთიან სიაში შეყვანილ საქართველოს  გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ პირებთან ინდივიდუალურ გასაუბრებას  2020 წლის 30 იანვარს, 11:00 საათზე გააგრძელებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner