logo_geo
eng_logo
კელი დეგნანი: საქართველომ ბოლო წლებში, უზარმაზარ პროგრესს მიაღწია
- +

29 იანვარი. 2020. 20:53

 

 

ჩემთვის პატივია, ვიმსახურო საქართველოში აშშ-ის ელჩად, მოუთმენლად ველოდები იმ ძლიერი პარტნიორობის გაგრძელებას, რომელიც აშშ-სა და საქართველოს აქვთ“, – საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა თბილისში ჩამოსვლის შემდეგ მედიასთან პირველი კომენტარი აეროპორტში გააკეთა.

 

დეგნანის განცხადებით, საქართველომ ბოლო წლებში უზარმაზარ პროგრესს მიაღწია და ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი.

 

ჩემთვის პატივია, ვიმსახურო აშშ-ის ელჩად საქართველოში და მოუთმენლად ველოდები იმ ძლიერი პარტნიორობის გაგრძელებას, რომელიც ამერიკასა და საქართველოს აქვთ. თითქმის 30 წლის განმავლობაში ჩვენ ვმუშაობთ ერთად, რომ დავეხმაროთ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების მშენებლობაში. რა თქმა უნდა, საქართველოს უნარიანობის გაძლიერებაში, დაიცვას საკუთარი საზღვრები და მოქალაქეები. ვფიქრობ, საქართველომ მიაღწია უზარმაზარ პროგრესს ბოლო წლებში და ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

 

კელი დეგნანი მეცხრე წარმომადგენელია ჩვენს ქვეყანაში. წელიწადზე მეტია საქართველოში აშშ-ს ელჩი არ ჰყავდა დანიშნული და მოვალეობას ელიზაბეთ რუდი ასრულებდა. კელი დეგნანი ევროპასა და აფრიკაში აშშ-ს სამხედრო საზღვაო ძალების სარდლის პოლიტიკური მრჩეველი იყო. მანამდე ის კოსოვოსა და იტალიაში აშშ-ს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილედ მუშაობდა. ასევე, ნატოში აშშ-ს წარმომადგელობაში იყო პოლიტიკური მრჩეველი და თურქეთში აშშ-ს საელჩოში პოლიტიკური მრჩეველის მოადგილე.

 

აშშ-ის ახალი ელჩი საქართველოში დღეს ჩამოვიდა.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner