logo_geo
eng_logo
ნათია თურნავა USAID–ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის წარმომადგენლებს შეხვდა
- +

29 იანვარი. 2020. 21:45

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა UშAID–ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი დუგლაძე.

 

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ეკონომიკისა სამინისტროსა და UშAID - ის პროგრამას შორის სტრატეგიულ პარტნიორობასთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხები. კერძოდ, მხარეებმა შეათანხმეს  ინტერვენციების შინაარსი და მისი განხორციელების გზები.

 

ESP პროგრამა უზრუნველყოფს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ტექნიკურ ხელშეწყობას ეკონომიკური მოდელების შემუშავებისა და მიზანშეწონილობის შესწავლის გზით. დაგეგმილი ღონისძიებები ხელს შეუწყობს საქართველოში უცხოური პირდაპირი ინვესტიციის შემოდინებასა და რეგიონებში დასაქმების პოტენციალის გაზრდას.

right_banner right_banner
არქივი
right_banner