logo_geo
eng_logo
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილება დაამტკიცა
- +

30 იანვარი. 2020. 00:54

 

 

 ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ პლენარულ სესიაზე რუსეთის დელეგაციისთვის უფლებამოსილების დამტკიცებას მხარი დაუჭირა. რუსული მედიის ცნობით, გადაწყვეტილებას ასამბლეის 96 წევრმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი 44 იყო. სტრასბურგში გამართულ კენჭისყრაში რუსეთის დელეგაციის წევრებს მონაწილეობის მიღების უფლება არ ჰქონდათ.

 

რეზოლუციის ავტორმა, ტონი კოქსმა განაცხადა, ექვსი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთის დელეგაციას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უფლებამოსილება აღუდგინეს. ამ პერიოდის განმავლობაში, რუსეთთან დაკავშირებული სიტუაცია არ გაუარესებულა, არამედ პირიქით, შეინიშნებოდა გარკვეული გაუმჯობესება. კერძოდ, მან დაასახელა რუსეთის მიერ მონიტორინგის კომიტეტთან თანამშრომლობა, ევროსაბჭოს საწევროს გადახდა, ასევე უკრაინელი მეზღვაურების გათავისუფლება.

 

28 იანვარს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ვიცესპიკერი პიოტრ ტოლსტოი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცეპრეზიდენტად აირჩიეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

 

27 თებერვალს საქართველოს დელეგაციამ სრული შემადგენლობით ევროსაბჭოში საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის ფედერაციის დაბრუნების საკითხის გადახედვა მოითხოვა.

 

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 2019 წლის 26 ივნისს რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილება აღიარა. კენჭისყრის შედეგების თანახმად, რომელსაც 116 მომხრე და 16 წინააღმდეგი ჰყავდა, რუსეთის სათათბიროს წევრები საპარლამენტო ასამბლეაზე სრულფასოვან მუშაობას დაუბრუნდნენ. დელეგაცია ასევე მონიტორინგის და ასამბლეის სხვა კომიტეტების მუშაობაში ჩაერთო.

 

2019 წლის 1-ელ ოქტომბერს საქართველომ, ესტონეთმა, ლატვიამ, ლიეტუვამ და უკრაინის დელეგაციებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის ფედერაციის დაბრუნება და ხმის უფლების აღდგენა გააპროტესტეს.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner