logo_geo
eng_logo
მესტიის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილ და ეკომიგრანტ ოჯახებს ჰუმანიტარული დახმარება გადაეცათ
- +

12 ივნისი. 2016. 11:50



დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი მესტიის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილ და ეკომიგრანტ ოჯახებს   შეხვდა და  მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნო. 


დევნილებსა და ეკომიგრანტებს  გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ჰუმანიტარული ტვირთი (გასაშლელი  საწოლები) და კერძო კომპანიისგან სპორტული ფეხსაცმელები გადაეცათ. მინისტრმა ის სახლებიც მოინახულა, რომლებსაც სამინისტრო, მონიტორინგის დასრულების შემდგომ,  სტიქიით დაზარალებული ოჯახებისთვის  შეისყიდის.


სოზარ სუბარი  სოფელ ჭუბერში აფხაზეთიდან დევნილ ცინდელიანების ოჯახსაც ესტუმრა.  დევნილთა და განსახლების სამინისტროსთან ურთიერთპარტნიორობის ფარგლებში, სამედიცინო კლინიკა  „გორმედ"-მა ცინდელიანების 6-სულიან, სოციალურად დაუცველ ოჯახს ავტოსატრანსპორტო საშუალება გადასცა, რაც მათ შემოსავლის წყაროს გაჩენაშიც დაეხმარება.


მერაბ ცინდელიანი  მეუღლესთან ერთად აფხაზეთში ცხოვრობდა, ომის დაწყების შემდგომ, კი საცხოვრებლად ჭუბერში გადმოვიდა. აფხაზეთის ომის დროს, კოდორის ხეობით წამოსულ დევნილებს ჭუბერში პირველი სწორედ ცინდელიანების სახლი ხვდებოდათ.  მერაბ ცინდელაინმა და მისმა ოჯახმა ასობით დევნილს გაუწიეს დახმარება.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner