logo_geo
eng_logo
კობი ბრაიანტის მეუღლე: წარმოუდგენელია სიცოცხლე მათ გარეშე, თუმცა, ჩვენ ვცდილობთ, გავაგრძელოთ ცხოვრება
- +

30 იანვარი. 2020. 12:34

 

კობი ბრაიანტის მეუღლე ვანესა ბრაიანტი ქმრისა და შვილის გარდაცვალებაზე პირველ საჯარო განცხადებას აკეთებს და მილიონობით ადამიანს, ვინც მისი ოჯახის მხარდაჭერა გამოხატა, მადლობას უხდის.

 

„ჩვენ სრულიად განადგურებული ვართ ჩემი ძვირფასი ქმრის, კობის - ჩვენი შვილების არაჩვეულებრივი მამის და ჩემი ლამაზი, ტკბილი ჯაიანას - მოსიყვარულე და არაჩვეულებრივი გოგონას უეცარი დაღუპვის გამო“, - წერს ვანესა ბრაიანტი.

 

ბრაიანტი იმ ოჯახებსაც უსამძიმრებს, რომელთა წევრებიც კობისთან და ჯაიანასთან ერთად ავიაკატასტროფის დროს დაიღუპნენ.

 

„არ ვიცი, დღეის შემდეგ როგორ გაგრძელდება ცხოვრება. წარმოუდგენელია სიცოცხლე მათ გარეშე, თუმცა, ჩვენ ვიღვიძებთ ყოველდღე, ვცდილობთ, გავაგრძელოთ ცხოვრება, რადგან კობი და ჯიჯი გზას გვინათებენ... ერთადერთი, რასაც ვოცნებობ, არის, რომ შემეძლოს ჩავეხუტო, ვაკოცო და დავლოცო, რომ ჩვენთან იყვნენ-სამუდამოდ“, - წერს ვანესა ბრაიანტი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner