logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მჟავანაძე: ვიდრე რუსეთთან ურთიერთობას არ დავალაგებთ, ვერავითარი პროექტები საქართველოს ვერ უშველის!
- +

30 იანვარი. 2020. 12:36

 

„რუსეთის ხელდასხმის გარეშე აფხაზეთში არაფერი ხდება და არც მოხდება!“ -ამის შესახებ „უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარემ ნიკოლოზ მჟავანაძემ ისაუბრა.

 

„ვიდრე რუსეთთან ურთიერთობას არ დავალაგებთ, ვერავითარი ინფრასტრუქტურული და სხვა პროექტები საქართველოს ვერ უშველის! ავიღოთ თუნდაც აფხაზეთი, ვინმეს ჰგონია, რომ აფხაზები რუსეთის ნებართვის გარეშე ენას დაძრავენ? რუსეთის ხელდასხმის გარეშე აფხაზეთში არაფერი ხდება და არც მოხდება! წინააღმდეგ შემთხვევაში, ბაქო მონაგონი იქნება - რუსები სისხლში ჩაახშობენ აფხაზეთს და მაინც თავისას გაიტანენ! ამიტომ ერთადერთი გამოსავალი ისევ და ისევ მოლაპარაკებაა. აკი, სწორედ ამგვარი მოლაპარაკებით მოლდოვამ თავისი ტერიტორიული მთლიანობა უკვე აღადგინა.

 

თუ ბიძინა ივანიშვილი რუსეთთან საერთოდ ენას ვერ გამონახავს, მაშინ რუსეთი საერთო ენას გამონახავს სააკაშვილთან და ნაცბანდას მეორეჯერაც მოიყვანს ხელისუფლებაში!“ - წერს მჟავანაძე.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner