logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: მიუღებელია იმის მტკიცება, თითქოს საზოგადოების დიდ ნაწილს პროპორციული საარჩევნო სისტემის არსებობა სურს
- +

30 იანვარი. 2020. 13:25

 

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ საარჩევნო სისტემის ახალ მოდელზე, რომელიც 120 დეპუტატის პროპორციული წესით არჩევას, ხოლო მაჟორიტარული მანდატების 30-მდე შემცირებას გულისხმობს, მსჯელობა არ მიმდინარეობს.

 

მისი თქმით, ხელისუფლების შეთავაზება 100/50 კვლავ ძალაშია. ვოლსკის განცხადებით, კატეგორიულად მიუღებელია იმის მტკიცება, რომ ქართულ საზოგადოებას მხოლოდ პროპორციული საარჩევნო სისტემის არსებობა სურს.

 

„არ ვთვლი, რომ ეს ინფორმაცია ცუდი ადამიანების მოგონილია. ვფიქრობ, ადამიანები, რომლებიც განიცდიან შექმნილ მდგომარეობას და რომლებიც ვითარებიდან გამოსავალს ხედავენ ასეთი ან სხვა ფორმულით, ისინი ცდილობენ, რომ თავისი მოსაზრება გამოიტანონ განსჯის ასპარეზზე. ზოგს შეიძლება თავისი მერკანტილური აზრი აქვს, მაგრამ ფაქტია, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით მსჯელობა არ მიმდინარეობს. არის საკმაოდ პრაგმატული შეთავაზება. ვფიქრობ, საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობა, რაზეც ბევრი გვაკრიტიკებს, საგანგებოდ მნიშვნელოვანია, რათა მათაც ჩამოუყალიბდეთ პოზიცია, რა სჭირდება საქართველოს. კატეგორიულად მიუღებელია იმის მტკიცება, თითქოს საზოგადოების დიდ ნაწილს მხოლოდ პროპორციული საარჩევნო სისტემის არსებობა სურს“, - განაცხადა ვოლსკიმ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner