logo_geo
eng_logo
ჯაბა ხუბუა: ევროპარლამენტარი კუბილიუსი სააკაშვილთან არის დაკავშირებული
- +

30 იანვარი. 2020. 13:35

 

„სააკაშვილის „ნაცმოძრაობა“ და ბოკერიას ევრონაცმოძრაობა „ევროპის სახალხო პარტიის“ დამკვირვებელი წევრები არიან“, - ამის შესახებ ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა გაზეთ „ასავალ-დასავალში“ გამოქვეყნებულ სტატიაში წერს.

 

„სააკაშვილის „ნაცმოძრაობა“ და ბოკერიას ევრონაცმოძრაობა „ევროპის სახალხო პარტიის“ დამკვირვებელი წევრები არიან და აქედან გამომდინარე, „ევროპის სახალხო პარტიის“ დეპუტატებიც სულ ბოკერიასა და სააკაშვილის სასარგებლო რამე-რუმეებს აცხადებენ, რა თქმა უნდა, მიკერძოებულად და არასამართლიანად. ევროპარლამენტარი კუბილიუსი, რომელიც, თავისი განცხადებებითა და გვარის ჟღერადობით, ერთ დროს „ნაცმოძრაობის“ „მოლაპარაკე თავს“ პალიკო კუბლაშვილს მოგაგონებთ, გარდა ამისა, რომ „ევროპის სახალხო პარტიის“ წევრია, სააკაშვილთან სხვამხრივაც არის დაკავშირებული.

 

კერძოდ, როცა საქართველოდან გაქცეული სააკაშვილი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ რეფორმების საერთაშორისო საბჭოს თავმჯდომარედ დანიშნა, სააკაშვილმა კონსულტანტებად რამდენიმე ევროპელი პოლიტიკოსი მიიწვია და ანდრიუს კუბილიუსიც მათ შორის ერია“, - წერს ხუბუა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner