logo_geo
eng_logo
ნიკა გვარამიას ფიზიკურ შეურაცხყოფასთან დაკავშირებით, 3 პირი გამოკითხვაზე გადაიყვანეს
- +

30 იანვარი. 2020. 13:55

 

თბილისის საქალაქო სასამართლოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რა დროსაც ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას ფიზიკურად გაუსწორდნენ, 3 პირი გამოკითხვაზე გადაიყვანეს.

 

აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. დამატებით დეტალებთან დაკავშირებით უწყება მოგვიანებით გააკეთებს კომენტარს.

 

არსებული ინფორმაციით, ნიკა გვარამიას სასამართლოს შესასვლელთან ერთ-ერთი მოქალაქე გაუსწორდა ფიზიკურად, რის შედეგადაც გვარამიამ სახის არეში დაზიანება მიიღო.

 

ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი რურუას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, რომლის ადვოკატიც სწორედ ნიკა გვარამიაა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner