logo_geo
eng_logo
კინოხელოვანები კულტურის მინისტრს განცხადებით მიმართავენ
- +

29 თებერვალი. 2016. 11:06


135 ხელმომწერი კინოხელოვნების სფეროდან - საქართველოს  კულტურისა  და ძეგლთა  დაცვის მინისტრს კინოცენტრში არსებულ ვითარებაზე კინოხელოვნების სფეროს წარმომადგენლები წერილს უგზავნიან. მათი მოთხოვნა კინოცენტრის დირექტორის თანამდებობაზე კონკურსის წესით დანიშვნაა. წერილს „რეპორტიორი" გთავაზობთ:


„საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს, ბატონ მიხეილ გიორგაძეს

 

ბატონო მიხეილ!

 

ჩვენ, ქართული კინემატოგრაფიის სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები, უფროსი თაობა - რომლებმაც მსოფლიოში დაამკვიდრეს ქართული კინოს ფენომენი, ახალგაზრდები -  ისინი, ვინც ვქმნით დღევანდელ ქართულ კინოს, ეგრეთ წოდებული „ახალი ტალღის" წარმომადგენლები და მომავალი კინემატოგრაფისტები - რომლებიც ვცდილობთ, მივიღოთ განათლება და აქტიურად ვართ ჩართულნი კინოწარმოების პროცესებში, გამოვხატავთ მადლიერებას და მივესალმებით ჩვენი სახელმწიფოს მცდელობას, ხელი შეუწყოს იმ უმნიშვნელოვანესი და ურთულესი ხელოვნების დარგის განვითარებას, როგორიცაა კინოხელოვნება.

 

ვფიქრობთ, საქართველოს ხელისუფლების მიერ კინემატოგრაფიის განვითარების მიზნით მიღებული მნიშვნელოვანი საკანონმდებლო გადაწყვეტილებების მასტიმულირებელი მოტივი გახდა ახალგაზრდა ქართული კინოს საყოველთაო, მსოფლიო აღიარება. ეს წარმატება არის თითოეული იმ რეჟისორის, მსახიობის, მხატვრის, ოპერატორის, სცენარისტის, პროდიუსერის, გამნათებლის, კინოკომპანიისა და სხვა უამრავი პროფესიონალის დამსახურება, რომლებიც ქმნიან თანამედროვე ქართულ კინოს.

 

 

კულტურის პოლიტიკის ჩამოყალიბების ამ უმნიშვნელოვანეს პერიოდში დიდი სურვილი გვაქვს, საქართველოს კინოცენტრი, პირველ რიგში იყოს თაობათა კონსოლიდაციის, ნოვატორული იდეების, ინვესტიციების მოზიდვის, საერთაშორისო პროექტების განხორციელების, გამჭვირვალე კონკურსების ჩატარების და სწორი კინოპოლიტიკის გატარების გარანტი.

 

მოგეხსენებათ, რომ 2016 წლის მარტში კინოცენტრის მოქმედ თავმჯდომარეს უფლებამოსილების ვადა ეწურება. თუმცა, როგორც ჩვენთვის ცნობილია, დღემდე ახალი თავმჯდომარის შესარჩევი კონკურსი გამოცხადებული არ არის. რაც მეტყველებს იმ ფაქტზე, რომ სამინისტროს ხელმძღვანელობას გადაწყვეტილი აქვს, კინოცენტრის მოქმედ თავმჯდომარეს კონკურსის წესის გარეშე გაუგრძელოს უფლებამოსილება. ჩვენი, კინოინდუსტრიის აქტიური მონაწილეების მოთხოვნაა, ჩატარდეს კინოცენტრის დირექტორის შერჩევის კონკურსი, რათა საშუალება მიეცეს ყველა ღირსეულ კანდიდატს (მათ შორის, კინოცენტრის ამჟამინდელ დირექტორს), წარმოაჩინოს კინოპოლიტიკის და განვითარების მისეული ხედვა, რაც გამოავლენს და ხელს შეუწყობს ამ დარგის განვითარების ახალი გზების ძიების პროცესს.

 

აქედან გამომდინარე, კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორის დანიშვნისას არ მიიღოთ ერთპიროვნული გადაწყვეტილება და ჩაატაროთ მიუკერძოებელი კონკურსი, რომლის წევრების შემადგენლობა დაკომპლექტდება მაღალი კლასის პროფესიონალებით. რაც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ გამოვლინდეს ღირსეული ღირსეულთა შორის.

 

გარწმუნებთ, დემოკრატიული და გამჭვირვალე წესით კინოცენტრის თავმჯდომარის შერჩევა მოგვცემს გარანტიას, მომავალში კინოპროცესები წარიმართოს მშვიდად და მნიშვნელოვანი რყევების გერეშე.

 

ჩვენ კი, ჩვენი მხრივ, შევეცდებით, პრესის, ტელევიზიის, სოციალური ქსელისა და სხვა საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით კიდევ ერთხელ მივიქციოთ საზოგადოების ყურადღება და გამჭვირვალე გავხადოთ ამ საპასუხისმგებლო გადაწყვეტილების მიღების პროცესი.

 

P.S. წინამდებარე წერილის შინაარსს გაეცნო კინოინდუსტრიაში მოღვაწე კოლეგების აბსოლუტური უმრავლესობა. იმ შემთხვევაში, თუ ქვემორე ხელისმომწერთა რაოდენობა თქვენთვის არადამაკმაყოფილებელი იქნება, გამოვთქვამთ მზადყოფნას, წარმოგიდგინოთ ქართულ კინემატოგრაფში მოღვაწე ყველა პროფესიონალის ხელმოწერა.

 

პატივისცემით", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:



1.        ელდარ  შენგელაია  - რეჟისორი

2.        მერაბ კოკოჩაშვილი    - რეჟისორი

3.        ბაადურ  წულაძე    - მსახიობი,რეჟისორი

4.        საშა  რეხვიაშვილი  - რეჟისორი

5.        რეზო  ესაძე  - რეჟისორი

6.        გიორგი  შენგელაია  - რეჟისორი

7.        გიორგი  ოვაშვილი    - რეჟისორი

8.        ალეკო  ცაბაძე  - რეჟისორი,სცენარისტი

9.        დიმიტრი  ცინცაძე  - რეჟისორი

10.      ლევან  კოღუაშვილი - რეჟისორი

11.      ბუბა  ხოტივარი  - რეჟისორი

12.      ოთარ    ლითანიშვილი  - რეჟისორი

13.       ვანო  ბურდული  - რეჟისორი

14.       რუსუდან ჭყონია - რეჟისორი

15.       რუსუდან   პირველი  - რეჟისორი, პროდიუსერი

16.       რუსუდან  გლურჯიძე  - რეჟისორი,  პროდიუსერი

17.       არჩილ  ახვლედიანი  - კინოოპერატორი

18.       თიკო  ყაჯრიშვილი  - რეჟისორი, პროდიუსერი

19.       ქეთი  მაჭავარიანი  - რეჟისორი

20.      გიორგი  გურგულია  - რეჟისორი, მსახიობი

21.      გოგა  დევდარიანი    - ოპერატორი

22.      დავით  ევგენიძე    - კინოკომპოზიტორი

23.       ვლადიმერ  კაჭარავა  - პროდიუსერი

24.      ლაშა  ხალვაში  -   პროდიუსერი

25.      ზურაბ  მაღალაშვილი  - პროდიუსერი

26.       კონსტანტინე  (მინდია) ესაძე  - ოპერატორი

27.       ამირან  ამირანაშვილი  - საერთაშორისო  რადიოსა  და  ტელევიზიის აკადემიის  აკადემიკოსი, მსახიობი, რეჟისორი

28.      გოგა  პიპინაშვილი  - მსახიობი, რეჟისორი

29.      გოგი  ტატიშვილი  - კინომხატვარი

30.      მარინე  კერესელიძე  - კინომცოდნე

31.      თამარ  ბართია    - სცენარისტი

32.       ერეკლე  ბადურაშვილი  - რეჟისორი

33.       ზვიად ელიზიანი  - ბათუმის საერთაშორისო  ფესტივალის დირექტორი

34.      გიორგი  გოგიბერიძე  - ბათუმის  საერთაშორისო  ფესტივალის

დირექტორი

35.     ლაშა  ცქვიტინიძე  - კინორეჟისორი

36.      გიორგი  მასხარაშვილი  - რეჟისორი, მსახიობი

37.      ამირან  დოლიძე  - რეჟისორი, სცენარისტი

38.      ვალერიან  კირკიტაძე  - რეჟისორი

39.      გია  აბესალაშვილი  - მსახიობი

40.      გია  კაჭარავა  - რეჟისორი

41.      დავით  შუშანია  - ოპერატორი

42.      გიორგი  მეგრელიშვილი  - მსახიობი, სცენარისტი, რეჟისორი

43.      გიგა  ლიკლიკაძე  - რეჟისორი

44.      გოჩა  კაპანაძე  - რეჟისორი, მსახიობი

45.       გენო  ცაავა  - რეჟისორი

46.      გიგა  ბაინდურაშვილი  - რეჟისორი

47.      გიგი  ფალავანდიშვილი  - მონტაჟის    რეჟისორი

48.       გიორგი  გიორგანაშვილი  - მსახიობი

49.      გიორგი  ქობალია  - რეჟისორი

50.      აკაკი  ჯაში  კინომხატვარი

51.      ალეკო  მახარობლიშვილი  - მსახიობი

52.      გიორგი  ჭყონია  - დოკუმენტალისტი

53.      დავით  გოგილაშვილი  - ოპერატორი

54.      ეკა  მჟავანაძე  - მსახიობი  (კასტინგის რეჟისორი)

55.      გურამ ბაქრაძე  - რეჟისორი

56.       თამაზ  ორაშვილი  - პროდიუსერი

57.      გიორგი  მუხაძე  - კინორეჟისორი

58.      დემეტრე  (დუტა სხირტლაძე) - მსახიობი, პროდიუსერი

59.      დავით  დარჩია  - მსახიობი

60.      ეთერ ოკუჯავა  - კინომცოდნე

61.      გოგა  მაისურაძე  - რეჟისორი

62.      დავით  თავართქილაძე  - რეჟისორი, პროდიუსერი

63.      გური  გოლიაძე  - ოპერატორი

64.      ქეთი  ფალავანდიშვილი  - კინომხატვარი

65.      ლევან  კუხაშვილი  - მონტაჟის  რეჟისორი

66.      ლუკა  ბერაძე  - რეჟისორი

67.      რატი  ნანეიშვილი  - რეჟისორი

68.      ია  სუხიტაშვილი  - მსახიობი

69.      ლელა  წიფურია  - რეჟისორი

70.      ზურა  ხუციშვილი  - პროდიუსერი

71.      მიხეილ  მრევლიშვილი  - რეჟისორი

72.      ტატო  კოტეტიშვილი  - ოპერატორი

73.      ირაკლი  ბაღათურია  - პროდიუსერი, რეჟისორი

74.      მარი  კიტია  - მსახიობი

75.       მიხეილ  სტურუა  - ოპერატორი

76.       ნანა  შონია  - მსახიობი

 77.      ნიკოლოზ  აბრამაშვილი  - პროდიუსერი

78.       თენგიზ  მანძულაშვილი  - ხმის  ოპერატორი

79.      ირაკლი  კონტრიძე  - მსახიობი

80.      რომა  რცხილაძე  - კინოკომპოზიტორი

81.      თედო  დოლიძე  - რეჟისორი

82.      პაატა  გოძიაშვილი  - ხმის  რეჟისორი

83.      თემო  ეზუგბაია  - კინორეჟისორი

84.      თეო  ბარამიძე  - კინომხატვარი

85.      ალექსი  ლომთათიძე  - კინოოპერატორი, გაფერი

86.      მიხეილ  ანთაძე  - რეჟისორი

87.      თინა  ახალაია  - კოსტიუმების  მხატვარი

88.      მარი  გულბიანი  - კინორეჟისორი

89.      შალვა  სოყურაშვილი - ოპერატორი

90.      გურამ ნავროზაშვილი  - კინომხატვარი

91.      დათო  ქობალია    - პროდიუსერი

92.      გელა  (ბაჩი)   ლეჟავა - მსახიობი

93.      ბაკურ  დემურია  -   აღმასრულებელი  პროდიუსერი

94.      გიორგი  კიკნაძე  - მსახიობი

95.       დავით  ალავიძე  - პროდიუსერი

96.      ზაზა  ჭიჭინაძე  - მსახიობი

97.      ვატო  ჩხეიძე  - კინორეჟისორი

98.     ანანო  ბუკია  - რეჟისორი

99.     ირაკლი  ხრიკაძე  - მსახიობი, სცენარისტი

100.    კახა  მიქიაშვილი  - მსახიობი

101.    გივი  თუხარელი  - რეჟისორი

102.    ბესო  ხვედელიძე  - დრამატურგი

103.    სოსო  თავართქილაძე  - რეჟისორი, პროდიუსერი

104.    დათო  ჩიტაია  - სცენარისტი, რეჟისორი

105.    ნიკოლოზ  იამანიძე  - მსახიობი

106.    თეკლე  მაჭავარანია  - პროდიუსერი

107.    გოგი  ტუსიშვილი  რეჟისორი

108.    ელენე  მურჯიკნელი  - მემოტაჟე, ანიმატორი

109.    ბაქარ  შარაშენიძე  - ოპერატორი

110.    ლევან  ფხალაძე  - დეკორატორი

111.     სალომე  დემურია  - მსახიობი

112.     ლილი  ხურითი  - მსახიობი

113.     თორნიკე  გოგრეჭიანი  - მსახიობი, რეჟისორი

114.     ქეთევან  ვაშაგაშვილი - დოკუმენტალისტი

115.     ვასილ  ხუნწარია  - პროდიუსერი

116.     ირაკლი  მიზრახი  - ანიმატორი

117.     ლაშა ლომჯარია  - რეჟისორი

118.     ამირან  ჩიღოშვილი  - რეჟისორი

119.     ანუკა  კალანდარიშვილი

120.     ვიქტორ  გიორგაძე  - აღმასრულებელი  პროდიუსერი

121.    ზურაბ  პოპიაშვილი  - რეჟისორი

122.    ზურაბ  ქვაჩახია  - პროდიუსერი

123.    თამაზ  ნარიმანიძე  - რეჟისორი, სცენარისტი

124.    თორნიკე  კასრაშვილი  - მსახიობი

125.    ია  სპირინა  - პროდიუსერი

126.    ლევან  ხურცია  - მსახიობი

127.    მანანა  გუნია  - რედაქტორი

128.    მარიამ  დვალიშვილი - რეჟისორი

129.    მარინა  ნაცვლიშვილი - კოსტიუმების  მხატვარი

130.    ნატო  ბაგრატიონი

131.    ნიკოლოზ  გუგუშვილი  - რეჟისორი

132.    ნინო  არჩაია  - მსახიობი

133.    ნონო  ანთაძე  - რეჟისორი

134.    პაატა  შენგელია  - რეჟისორი  პროდიუსერი

135.    სოლომონ    მელაშვილი  - კინოოპერატორი


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner