ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი სენატორების დღევანდელ წერილს გამოეხმაურა. როგორც იონათამიშვილი აცხადებს, რომ წერილების შინაარსს აღიქვამს, როგორც შესაძლებლობას და არა პრობლემას.
„სენატორებისა და კონგრესმენების წერილებს აღვიქვამთ, როგორც შესაძლებლობას და არა პრობლემას, რომ აქტიური თანამშრომლობისა და ობიექტურად მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე უფრო მეტი მხარდაჭერა მოვიპოვოთ, მათ შორის ცალკეული სენატორებისა და კონგრესმენების მხრიდან“, – განაცხადა იონათამიშვილმა.
ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე ჯეიმს რიში და კომიტეტის წევრი ჯინ შაჰინი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას წერილით მიმართეს. 29 იანვრით დათარიღებულ წერილში სენატორები შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, რაც, მათი აზრით, მიუთითებს, რომ საქართველო შორდება დემოკრატული ინსტიტუტების მშენებლობის ვალდებულებას.