„უნდა იყო ისეთი, როგორსაც შეძლებ და რაც შეიძლება კარგი“, - ამასთან დაკავშირებით პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ გადაცემაში „პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად“ ისაუბრა.
„რაც ამერიკაში ხდება და რაც დასავლეთში ხდება, გვინდა, რომ ჩვენთანაც იგივე ხდებოდეს და ისეთივეები ვიყოთ. არ უნდა იყო ისეთივე. უნდა იყო ისეთი, როგორსაც შეძლებ და რაც შეიძლება კარგი. მაგრამ მისაბაძი არც ერთია, არც მეორე და არც მესამე. ცუდი და მძიმე ყველგან ხდება. იმავე ამერიკაში ჩაატარეს გამოკვლევა ნაციებზე, პროფესიებზე და ა.შ. რესპონდენტებს რანჟირება უნდა მოეხდინათ იმაზე, თუ ვინ მოსწონთ და ვინ არა. რანჟირების შემდეგ ყველაზე დაბლა აღმოჩნდნენ ადვოკატები და შემდეგ პოლიტიკოსები. ითვლება, რომ ყველაზე გამყიდველები არიანო. ასე რომ, ეს არა მარტო ჩვენი, იქაური საზოგადოებრივი აზრიცაა“, - აღნიშნა საყვარელიძემ.