სენაკში, ნაფეტვარიძის 24 ნომერში, საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხანძრის დროს სახლში ასაკოვანი ქალი იმყოფებოდა, რომელიც ადგილზე დაიღუპა.
როგორც „რეგიონულ კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.
ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.