„იმ ოჯახების წევრებს, რომლებიც აქეთ არიან დარჩენილი, ჩვენ მაქსიმალურად ვეხმარებით. ეს ახალგორში დარჩენილებისთვის არაპირდაპირი დახმარებაა, ამ ეტაპზე სხვა გზა არ გვაქვს“, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ისაუბრა.
„იმ ზომებზე, თუ როგორ შეიძლება დავეხმაროთ ახალგორელებს, ბევრს არაფერს ვიტყვი, რადგან შეიძლება ეს ისევ მათ საწინააღმდეგოდ გამოიყენონ. ჩვენ „წითელ ჯვართან“ მუდმივი ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ თუ ოსური მხარისგანაც არ იქნება თანხმობა, ორგანიზაციას ჰუმანიტარული დახმარების შეტანა არ შეუძლია. იმ ოჯახების წევრებს, რომლებიც აქეთ არიან დარჩენილი, ჩვენ მაქსიმალურად ვეხმარებით. ეს ახალგორში დარჩენილებისთვის არაპირდაპირი დახმარებაა, ამ ეტაპზე სხვა გზა არ გვაქვს. გეგმები გვაქვს ახალგორში დარჩენილ პენსიონერებთან დაკავშირებით. მათთვის სპეციალური სამედიცინო პროგრამების შეთავაზებას ვაპირებთ“, - აღნიშნა ციხელაშვილმა.