„ჯერ პაციენტების ნახვა ვერ მოვასწარით. აქვთ ხველა და ცხელება“, - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის ცენტრის სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ისაუბრა.
„პაციენტები სულ რამდენიმე წუთია, რაც მოთავსდნენ ბოქსირებულ განყოფილებაში. მათ ჩაუტარდებათ ძირითადი კვლევები, რაც ესაჭიროება ასეთ მძიმე რესპირატორულ ინფექციას. პირველ რიგში ფილტვის რენტგენოგრაფიული გამოკვლევა და სისხლის ანთებითი მარკერების განსაზღვრა. დაავადებათა კონტროლის სამსახური ინფორმირებულია და დღესვე აეღებათ ანალიზები შესაძლო მინიმუმ 10 ვირუსულ პათოგენზე, რომლის პასუხიც დღის განმავლობაში იქნება. ამ პასუხით გადაწყდება, არის თუ არა სხვა ვირუსული დაავადება. ჯერ პაციენტებს ნახვა ვერ მოვასწარით. აქვთ ხველა და ცხელება. ყველა კორონავიურსი არ მიდის მძიმედ. მხოლოდ 1/4 მიმდინარეობს მძიმედ და ამ შემთხვევაში შეიმჩნევა - მაღალი ცხელება, სუნთქვის უკმარისობა და სხვა გართულებები. დანარჩენ შემთხვევები შეიძლება არ იყოს მძიმე. ესაა დაავადების მესამე დღე და პირველ დღესთან შედარებით მდგომარეობა უკეთესია. მათი ტემპერატურა არ აღემატება 38 გრადუსს“, - აღნიშნა ეზუგბაიამ.