logo_geo
eng_logo
გიორგი ბერეჟიანი: დიდი სიფრთხილე გვმართებს...
- +

12 ივნისი. 2016. 13:22



მწერალი, ინჟინერი გიორგი ბერეჟიანი facebook_ის საკუთარ გვერდზე შემდეგ პოსტს აქვეყნებს:


დღეს მახარა ნაცმაცუნა პროფესორმა, ცოლი ჰყავს ზონის კორდინატორი: -ახალ გზაზე ჩავიარე, ვნახე ნარმანიას დარგული ხეები, ძალიან რომ ამაყობ ისინი. ნახევარს კენწეროები გამხმარი აქვს, მეორე ნახევარს ეპარება სიყვითლე.

 

-უფ, ვენაცვალე განგებას! აუ რა გამახარე! მოენატრებათ ქოცებს მიშა, ვატყობ მე!

 

გაოგნებული მიყურებს. მე ვაგრძელებ!

 

-ჯერ სად ხარ, ბოტანიკურში თბოსადგურს რომ ააშენებენ, მერე ნახე მაგათი რეიტინგის ჩამარხვა! ეგ ხეები ტყულად არ ხმება, ბუნებაც ებრძვის, პუტინის მონებს! ისე დიდი სიფრთხილე გვმართებს...

 

-რატომ?

 

-ბიძინას მოუფიქრებია, ხომ იცი, უდავს ეძახიან, რეიტინგი რომ დავიბრუნოთ, უნდა ამოვიღოთ მიშას კორდინატორებისაგან, მათ მიერ მითვისებული სახელმწიფო თანხები! ჩემი საწყალი და, ფონიჭალაში ცხოვრობს, ორი წელი იღებდა 150 ლარს, კორპუსის მაყურებელი იყო. სამჯერ მიიყვანეს პროკურატურაში, არ გადაიხდი? ჩაგსვამთო! ბინას ყიდის, მეტი რა გზა აქვს? მისი ზონის კორდინატორი, ჭკვიანი აღმოჩნდა, გაიქცა ქვეყნიდან. აბა რა ექნა? 1800 იღებდა თურმე, 5 წელი!

 

საწყალმა ფერი დაკარგა, მისი ცოლიც 1800 იღებდა, მინიმუმ 5 წელი!

 

ველოდები როდის მოხევენ! ისე ეგ კი უნდა ექნათ, ნამუსი რომ ქონდეს ქოცებს, რაც მაგათ სიბინძურეები აქვთ ნაკეთები, დღესაც რომ აგრძელებენ, ნამდვილად იმსახურებენ!", - წერს ბერეჟიანი.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner