logo_geo
eng_logo
საკრუიზო გემი, რომელზეც 6 000 მგზავრი იმყოფება, კორონავირუსის საფრთხის გამო იტალიაში პორტშია გაჩერებული
- +

30 იანვარი. 2020. 18:04

 

იტალიის საკრუიზო გემი, რომელზეც 6 000 ადამიანი იმყოფება, იტალიის პორტ ჩივიტა-ვეკიაშია გაჩერებული, რადგან ორ ჩინელ მგზავრს კორონავირუსის სიმპტომები აღმოაჩნდა.

 

გემზე, სახელად „კოსტა ესმერალდა“, ჩინელი წყვილი 25 იანვარს ავიდა. მათ მაღალი ტემპერატურა და სუნთქვის პრობლემები აღენიშნებათ.

 

ლაინერი საფრანგეთისა და ესპანეთის პორტებს სტუმრობდა, ვიდრე ჩივიტა-ვეკიას პორტში გაჩერდებოდა. ლაინერის არც ერთ მგზავრს მისი დატოვების უფლება არ მისცეს, ვიდრე სამედიცინო შემოწმებას არ გაივლიან.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner