„ინვესტიციების საერთო ღირებულება 40 მილიონ ლარს გადააჭარბებს“, - ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა სამინისტროს 2019 წლის საქმიანობის შემაჯამებელ ღონისძიებაზე განაცხადა.
მინისტრის განცხადებით, ეს ინვესტიციები გადანაწილდება წალკის, იგივე დაშბაშის კანიონის ეკოტურისტული სივრცის მოწყობაზე, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ხის კენწეროების ბილიკის და საბადურის ტყის ნაწილში ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობაზე.