logo_geo
eng_logo
ამირან გამყრელიძე: გვყავს მესამე ადამიანიც - ქართველი, რომელიც დღეს საღამოს დაბრუნდა ჩინეთიდან
- +

30 იანვარი. 2020. 18:19

 

„ნუ მივეცემით პანიკას, არაფერი განსაკუთრებული საქართველოში არ ხდება“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ისაუბრა.

 

„გვყავს მესამე ადამიანიც - ქართველი, რომელიც დღეს საღამოს დაბრუნდა ჩინეთიდან და აეროპორტშივე აღენიშნებოდა ცხელება. ამჟამად, ხდება მისი ტრანსპორტირება ინფექციურ სავადმყოფოში და ჩვენი ბრიგადა იქვე აიღებს სინჯს და ჩატარდება მოლეკულური კვლევა ლუგარის ცენტრში. ნუ მივეცემით პანიკას, არაფერი განსაკუთრებული საქართველოში არ ხდება. გრიპის სიმპტომები მსგავსია კორონავირუსის სიმპტომებისა და ეს ვირუსი საქართველოში არ ფიქსირდება. თუმცა, საავადმყოფოები მზად ყოფნაში არიან, თუ გაჩნდება ამ ტიპის დაავადება“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner