უახლოეს მომავალში, ყაზბეგის გამზირი N11 და N13 კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის რეაბილიტაცია დაიწყება. საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და მაჟორიტარი დეპუტატი დავით უთმელიძე ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და სკვერის პროექტი გააცნეს. პროექტის ფარგლებში, 1200 კვ.მ ფართობზე ინფრასტრუქტურა განახლდება. სკვერში საფეხმავლო ბილიკები მოპირკეთდება ფილებით, მოეწყობა LED განათების სისტემა, საბავშვო გასართობი მოედანი მოეწყობა, სადაც სხვადასხვა სახის ატრაქციონები დამონტაჟდება. აღნიშნული სამუშაოებისთვის საბურთალოს რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 150 570 ლარია გამოყოფილი.