logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: ოსვენციმი... ვიკიპედია და... ჩემი კუკური...
- +

30 იანვარი. 2020. 18:36

 

ოსვენციმი... ვიკიპედია და... ჩემი კუკური...

 

***

 

ოსვენციმი არ გაუთავისუფლებია საბჭოთა ჯარს... და ამ „ჭეშმარიტების“ საწინააღმდეგო ფოტომასალა წაიშლება ვიკიპედიაშიო, ამტკიცებს გაოცებული ბალტიისპირელი ჟურნალისტი.

 

ოსვენციმი გაანთავისუფლეს ამერიკელებმაო, აცხადებს აშშ-ის საელჩო დანიაში. თუმც მერე ბოდიშს იხდის, მაგრამ ეს „მტკიცება“ მის საიტზე ისევ განთავსებულია.

 

- ვიკიპედია ამერიკული არაკომერციული კერძო სტრუქტურაა. ამიტომ, რასაც უნდა იმას აკეთებს: ვისაც გინდა, ოსვენციმს იმას გაათავისუფლებინებს, გინდა ახლიდან „გახსნის“. გინდა ლვოვში სტალინს შეახვედრებს ჰიტლერს და გინდა კახურ ჩურჩხელას სომხურ უძველეს კულტურულ „ძეგლად“ გაასაღებს - ცდილობს კუკური ჩემს განათლებას. გამანათლოს...

 

- რატომ, რა უფლებით-თქო, ვეკითხები მას და ვიღებ პასუხს: იმიტომ რომ, თუ ქალაქურ ჟარგონს მოვიშველიებთ, „ხოში“ აქვს ასეთი და ყურებზე ხახვსაც ვერ დააჭრიო...

 

და ასეთ ტიპაჟს, რომელსაც მორალურად და მატერიალურად მხარს უჭერს ოფიციოზი, - გულნატკენი აგრძელებს ჩემი ყოვლისმცოდნე და მუდამ მიუკერძოებელი კუკური,  პრეტენზია აქვს, ჭკუა ასწავლოს სხვას და განაგრძობს: თანაც, ის და ოფიციოზის მხარდაჭერილი არაერთი სხვა სტრუქტურაც, ითხოვს, რომ ბრმად ენდო მის ინფორმაციას, მის გამოკვლევებს და... დაიჯერო, თუნდაც მისი ისეთი „ბომბი-აღმოჩენა“: პრაქტიკულად, ერთ ჩვეულებრივ, მინიმალურად არაპოპულარულ პოლიტიკოსზე, თურმე, ისე „გიჟდება“ მთელი საქართველო, რომ იგი პირველობს პოლიტიკოსთა რეიტინგის სიაში...

 

- დააკვირდიო, მიწოდებს მეგობარი, თუ ოდნავ მაინც გაბედავ და სულ პაწია ეჭვს შეიტან ამ სტრუქტურის მიერ მოწოდებულ „ჭეშმარიტებაში“, ჯერ ყურს აგიწევს და დაგტუქსავს; მერე მედიაში მოგთხრის და გაიქცევა საჩივლელად თავის ლობისტ-მფარველებთან. ისინი აქოთქოთდებიან, გამოვლენ ტრიბუნაზე, ბრიფინგებზე, გადაიჭრიან ვენებს ინტერვიუებში და შენს მთავრობას ულტიმატუმით აღსავსე წერილებს გამოუგზავნიან; ლიდერებს დაემუქრებიან სანქციებით, საზღვარგარეთის ქვეყნებში არშეშვებით, პირადი საბანკო ანგარიშების დაყადაღებით, „შავ სიაში“ შეყვანით; ამის შემდეგ მოგიქსევენ და ორკესტრირებულად ააყაყანებენ ადგილობრივ ენაგატლეკილ, უტიფარ, ბრიყვ და გახრწნილ Tako - შაკო - ნინო - სულხან - ნინიების „ბანდას“; თუ ამ „წარღვნას“ თავი მაინც არ წაალეკინე, მაშინ ელოდე „ფერად რევოლუციას“ და ამ მასების „ბუნებრივ, გულიდან ამოხეთქილ, კონსტიტუციური ჩარჩოებიდან არგასულ პროტესტს“ დაერქმევა დემოკრატიისთვის მასების ბრძოლა, რომელიც, „აუცილებლად“ ყველაზე არასასურველი ლიდერების პოლიტიკური განადგურებით უნდა დამთავრდეს...

 

შენ გგონია, „გამპრავებელს“ ვერ იპოვის? ვაზელინის დეფიციტიაო ქვეყანაში, აგრძელებს მტკიცებას ჩემი კუკური და... პირადად მე (ისევე, როგორც ბევრი ჩემნაირი) ვერც ვერაფრით ვეწინააღმდეგებიო მავანთ, რამეთუ... მერკანტილური მიზანიც მამოძრავებს: არ მინდა, დაიკარგოს საქართველოში შემომავალი მრავალათასიანი გრანტები, დახმარებები, კრედიტები, საჩუქრები, რათა არ დააკლდეს ერთი ცენტ-კაპიკი „პრეზერვატივების პრინცესებს“, „ბაზრობების დედოფლებს“, იმ შტატიან პროვოკატორ „გამპრავებლებს“, ექსპერტებს, ადვოკატებს, რომლებიც ერთ მხრივ ტელეეკრანს არ შორდებიან თავიანთი „სიბრძნით“, მეორე მხრივ კი წურბელასავით წუწნიან „ელექსირის მილს“.

 

- შეერგოთ დედის რძესავით, ასკვნის ჩემი მეგობარი, მაინც „ჩვენიანები“ ქართველები არიან, ჭამონ, დალიონ, მოწიონ, ჩაიცვან, იგრიალონ!

 

- ეჰ, ძნელად, მაგრამ მაინც გეთანხმები ჩემო ბრძენო და ყოველთვის მართლისმთქმელო კუკური?!

 

https://eadaily.com/ru/news/2020/01/29/

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner