„მივმართავ მოსახლეობას, ნუ მივეცემით პანიკას, არაფერი განსაკუთრებული საქართველოში არ ხდება“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, კორონავირუსი ქვეყანაში არ ფიქსირდება და თუ დაფიქსირდა, ქვეყანა ამასთან საბრძოლველად მზად არის.
„მინდა, მივმართო საქართველოს მოსახლეობას, ნუ მივეცემით პანიკას, ნუ მივეცემით აჟიოტაჟს, არაფერი განსაკუთრებული საქართველოში არ ხდება. თუ გაჩნდა ამ ტიპის დაავადება, მასზე იქნება დაუყოვნებლივი პასუხი და რეაქცია. საავადმყოფოები ამისთვის მზადყოფნაში არიან, ყველანაირი მედიკამენტური საშუალება არსებობს, რომ ამ ტიპის ადამიანებს სამედიცინო დახმარება გაეწიოთ, ეპიდემიოლოგიური და პრევენციური სამსახური მზად არის, მიმდინარეობს მუდმივ რეჟიმში მონიტორინგი საზღვრების ქვეყანაში, რომ თავიდან ავიცილოთ ინფექციის იმპორტი და თუ ასეთი დაფიქსირდა, შესაბამისი ღონისძიებები დაუყოვნებლივ გატარდება, ამისთვის მზადყოფნა აქვთ ჯანდაცვის სამსახურს, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახურს და მობილიზებულია ქვეყანში ყველა სექტორი“, - განაცხადა გამყრელიძემ.