logo_geo
eng_logo
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ევროპის საბჭოს პროექტის მმართველი საბჭოს შეხვედრას დაესწრო
- +

30 იანვარი. 2020. 19:20

 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნინო ცაციაშვილი ევროპის საბჭოს მიერ განხორციელებული პროექტის „არასრულწლოვან და ზრდასრულ თავისუფლებააღკვეთილ პირთა მხარდაჭერა“ - მმართველი საბჭოს შეხვედრას დაესწრო.

 

შეხვედრის მონაწილეებმა პროექტის განმავლობაში მიღწეულ შედეგებზე იმსჯელეს და სამომავლო აქტივობები განსაზღვრეს.

 

პროექტის განხორციელება 2019 წელს დაიწყო და 2021 წელს დასრულდება. იგი მიზნად ისახავს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანის უფლებების დაცვის, არასრულწლოვან დამნაშავეთა მხარდაჭერის, თავისუფლებააღკვეთილი პირების უფლებების დაცვის, არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლის და სხვა მიმართულებების გაუმჯობესების ხელშეწყობას.

 

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ ევროპის საბჭოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახალხო დამცველის და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენლები.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner