logo_geo
eng_logo
საპროკურორო საბჭო საქართველოს გენერალური პროკურორობის ორ კანდიდატს გაესაუბრა
- +

30 იანვარი. 2020. 21:13

 

2020 წლის 30 იანვარს საპროკურორო საბჭო, ,,საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატების შერჩევის წესის“  მე-3 მუხლის შესაბამისად,  საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ  ორ პირს - დარიკო თორდიას და ვალერი კვანტალიანს გაესაუბრა. მათ საპროკურორო საბჭოს წარუდგინეს საქართველოს პროკურატურის განვითარების ხედვა, სტრატეგია და საპროკურორო საბჭოს წევრების შეკითხვებს უპასუხეს.

 

გასაუბრების პროცესის ღიაობისა და გამჭირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, გასაუბრების პროცესი  საპროკურორო საბჭოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე pc.gov.ge და საპროკურორო საბჭოს  ფეისბუქ გვერდზე  ,,ლაივ სტრიმით“ გადაიცემოდა.

 

 საპროკურორო საბჭო ერთიან სიაში შეყვანილ საქართველოს  გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ პირებთან ინდივიდუალურ გასაუბრებას  2020 წლის 31 იანვარს, 11:00 საათზე განაგრძობს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner