logo_geo
eng_logo
ინფექციურ საავადმყოფოში სამ ქართველ პაციენტს აკვირდებიან
- +

30 იანვარი. 2020. 23:39

 

დღეს, ინფექციურ საავადმყოფოში ვირუსზე გამოკვლევისთვის სამი ქართველი შეიყვანეს.

 

ჩინეთიდან ტრანზიტული რეისით დაბრუნდა ქალი, რომელსაც აეროპორტში ცხელება და რესპირაციული ინფექციის ნიშნები დაუდგინდა. ის 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდა ჩინეთის ქალაქ უხანში, რომელიც ვირუსის მთავარი ეპიცენტრია. დედასთან ერთად კლინიკაში მისი შვილიც მოათავსეს. მცირეწლოვანს შესაბამისი შემოწმება უტარდება.

 

რა ვირუსის მატარებელია პაციენტი, უახლოეს საათებში გაირკვევა.

 

მანამდე ინფექციურ საავადმყოფოში შეიყვანეს 24 წლის მამაკაცი. პაციენტი ე.წ. ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული და შესაბამისი კვლევები უტარდება.

 

როგორც ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი აცხადებს, ახალგაზრდა თავად მივიდა კლინიკაში, რადგან მაღალი ტემპერატურა და ყელის ტკივილი აღენიშნებოდა.

 

როგორც კლინიკაში განაცხადეს, პაციენტი ჩინეთში მუშაობს და საქართველოში აზერბაიჯანის გავლით ჩამოვიდა.

 

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსმა ჩინეთში 170 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ კი 7700-ს გადააჭარბა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ინფიცირებულთა რიცხვი 1737-ით, დაღუპულთა რაოდენობა კი 38-ით არის გაზრდილი. ვირუსი მთელ ჩინეთში გავრცელდა.

 

ვირუსი უკვე დაფიქსირდა ჩინეთის გარეთ: ტაილანდში, აშშ-ში, სინგაპურში, ჰონგ-კონგში, ნეპალში, ავსტრალიაში, ტაივანზე, მალაიზიაში, იაპონიაში, ტიბეტში, საფრანგეთში, სამხრეთ კორეაში, ვიეტნამსა და კანადაში.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner