logo_geo
eng_logo
გური სულთანიშვილი: „გაბედე“, „შეცვალე“, „სირცხვილია“ - „კმარას“ მეთოდებით მოქმედებენ
- +

31 იანვარი. 2020. 00:23

 

„გაბედე“, „შეცვალე“  „სირცხვილია“ ეს ახალგაზრდული მოძრაობები იგივე მეთოდებით მოქმედებენ, როგორც  „კმარა“, უბრალოდ თუ  „კმარას“ შემთხვევაში ეს იყო ტრაგედია, ახლა ის ფარსია, იმიტომ რომ ის დროც აღარაა, სახელმწიფოც აღარაა სუსტი და მხოლოდ სიმულაციაა ეს ყველაფერი“ - ამბობს ფილოსოფოსი გური სულთანიშვილი POSTV-ის ვიდეობლოგში.

 

ვიდეობლოგის ავტორი მიშისტური ახალგაზრდული მოძრაობების სტრატეგიაზე საუბრობს. გური სულთანიშვილის თქმით, ახალი სტრატეგია შემდეგია, უნდა იყოს სხვადასხვა პარტიების ბევრი ახალგაზრდული ძალა. ამ შემთხვვაში ჩვენ გვაქვს ნაციონალების და ევროპული საქართველოს მიერ ორგანიზებული ძალები.

 

მარქსი წერს შემდეგ რამეს, ჰეგელი სადღაც აღნიშნავს, რომ ისტორია მეორდებაო, მაგრამ მე დავამატებ, ერთხელ როგორც ტრაგედია და მეორედ როგორც ფარსიო. უმეტესობა თქვენგანს გემახსოვრებათ საზოგადოებრივი მოძრაობა „კმარა“, ახლა კი ნეოკმარელების დროა, გაბედე, შეცვალე და სირცხვილია ეს ახალგაზრდული მოძრაობები იგივე მეთოდებით მოქმედებენ, უბრალოდ თუ პირველად „კმარას“ შემთხვევაში ეს იყო ტრაგედია, ახლა ის ფარსია, იმიტომ რომ ის დროც აღარაა, სახელმწიფოც აღარაა სუსტი და მხოლოდ სიმულაციაა ეს ყველაფერი.

 

მახსოვს 2012 წლიდან, როდესაც შეიცვალა ხელისუფლება, როგორ გამოჩნდა სცენაზე თავისუფალი ზონა - ეს იყო კობა ხაბაზის და ნაციონალური მოძრაობის მიერ ორგანიზებული ახალგაზრდების ძალა, რომლებიც პროვოკაციებით, რუსეთი ოკუპანტიას ძახილით, სტიკერებით და ყვირილით დარბოდნენ აქეთ იქით. რათქმა უნდა მაშინ ყველას უადგილოდ ეჩვენებოდა ეს ჯგუფი, მაგრამ როცა დრო გადის, ნაციონალებისადმი ბრაზიც ემოციიდან უკვე მეხსიერებაში გადადის, მაშინ კიდე უფრო აქტუალურები ხდებიან, ვითომ ახალგაზრდული შემართების ძალები, რომლებიც აკრიტიკებენ არსებულ ხელისუფლებას.

 

ახალი სტრატეგია შემდეგია, უნდა იყოს სხვადასხვა პარტიების ბევრი ახალგაზრდული ძალა. ამ შემთხვეაში ჩვენ გვაქვს ნაციონალების და ევროპული საქართველოს მიერ ორგანიზებული ძალები და მათი მოქმედება ეფუძნება მორალურ ინვერსიას. მორალური ინვერსია ესაა სიტუაცია, როდესაც შენ არანაირი ღირებულება არ გაქვს, უბრალოდ ცდილობ სხვა გამოაჩინო ცუდად და მის ფონზე შენ უკეთესი გამოჩნდე. ამ შემთხვევაში სხვა არის სახელმწიფო. ეს ჯგუფები ცდილობენ სახელმწიფო აჯანჯღარონ, როგორც უკვე თქვეს მათმა ინსპირატორებმა. იქნებ მაგალითად, პოლიციას ძალა გამოაყენებინონ, იქნებ რამე ათქმევინონ რომელიმე პოლიტიკოსს, იქნებ რამე დაუგეგმავი გააკეთებინონ რომელიმე პარლამენტარს და შეცდომა დააშვებინონ. ესააა მთელი მათი რუტინა და ფილოსოფია.

 

 

არადა მანიფესტაციის იდეა ზოგადად სხვანაირია. ესაა სახალხო პროტესტი, როდესაც  ჩვეულებრივი მოქალაქე, ბრაზისგან ქუჩაში გადის, იმის მაგივრად რომ სახლში ტელევიზორს უყუროს. ასეთი რამ არ ხდება ჩვენთან, ესაა ჯგუფი და ჯგუფები, რომლებიც  არა ხალხის რეპრეზენტატორები, არამედ პარტიების წარმომადგენლები არიან. ამ შემთხვევაში ნაციონალური მოძრაობის და ევროპული საქართველოს.

 

რა მტკიცებულებები გვაქვს ამისთვის? თანაც იმ პირობებში როცა თვითონ უარყოფენ ამას ეს ახალგაზრდული ჯგუფები. პირველი თვითონ სახეები, უმეტესობა მათგანი მე ზუსტად თავისუფალი ზონიდან მახსოვდა, მეორე მტკიცებულება ესაა ნაციონალების და ევროპული საქართველოს პოლიტიკოსებთან აქტიური კომუნიკაცია და უმეტესობა კიდე მათი აქტიური სახეები ახალგაზრდული მოძრაობის არიან მათი შვილები, ნაციონალური მოძრაობის და ევროპული საქართველოს წევრების და ბოლო, ყველაზე მნიშვნელოვანი,  ესააა პარტაქტივი. გახსოვთ მაგალითად, 20 ივნისის აქციები, მეორე მესამე დღეს, იქ მართლაც გავიდნენ დამოუკიდებელი ახალგაზრდები, რომლებიც გაბრაზდნენ რიგი მოვლენებით და როდესაც ეს აქციები, პროტესტი გახდა პერმანენტული გვახსოვს შედარებით ხალხმრავალი აქციების დღეებში, მათ ნაცების პარტაქტივი ეხმარებოდათ, ზოგი მარნეულიდან ჩამოყვანილი, ზოგი გორიდან, ზოგი იმერეთიდან.

 

 

კი ბატონო, შეიძლება უარყო ნაცებთან კავშირი, ეს უკვე ძალიან კარგი აქტია, რომ გესირცხვილება, მაგრამ როდესაც ნაციონალები მოგახმარენ პარტაქტივს, არ მგონია მათ ეს გააკეთონ სხვისთვის.  ნეოკმარას მოძრაობას ემატება ერთი საინტერესო გარემოება, ახალგაზრდების ლიდერები და მთავარი სახეები, ძველი, ცნობილი პოლიტიკოსების შვილები არიან. ნაციონალების და ევროპული საქართველოს წარმომადგენლების უმეტესობა.  ისიც უნდა გავიმეოროთ, რაც არაერთხელ გვითქვამს, რომ ნაცების არსენალში მხოლოდ ორი იარაღი მოიძებნება ახლა, ისიც გაფუჭებული, დასაზეთი, ყავლგასული და ეს იარაღებია - სიცრუე და ძალადობა. თანამედროვეობაში ეს იარაღები მითუმეტეს ვადაგასულია, ახლა საჭიროა ინოვაციები, ახალი იდეები და არა კმარას დროის ტრენდები“, -  ამბობს გური სულთანიშვილი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner