logo_geo
eng_logo
პატარა ანიტა „გაგვიფრინდა“, გულში ვიგლოვოთ ჩვენი, ყველას ანგელოზი
- +

31 იანვარი. 2020. 01:01

 

პატარა ანიტა, რომელიც მკურნალობას ინდოეთში გადიოდა, გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. ანიტაც მდგომარეობა ბოლო დღეებში განსაკუთრებით დამძიმდა, მას შინაგანი სისხლდენა ჰქონდა.



ანიტა ფაცაციას ბებია, თამუნა გლურჯიძე სოციალურ ქსელში წერს: „მეტ პოსტს ვერ დავწერ, ერთი თხოვნა მაქვს მარტო, არანაირი ცრემლი და არც ერთი სიტყვა, არც ერთი კომენტარი, დუმილით და გულში ვიგლოვოთ ჩვენი ყველასი ანგელოზი”.


ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც ავსტრიის შემდეგ ანიტას ოპერაციაზე იტალიის კლინიკამაც უარი თქვა, ბავშვისთვის ოპერაციის ჩატარებაზე პასუხისმგებლობა კი ვერც ბელარუსმა აიღო, ანიტას ოჯახმა შეთავაზება ინდოეთიდან მიიღო და ის ინდოეთში გადიოდა მკურნალობას.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner