logo_geo
eng_logo
სოსო გოგაშვილი: თემირლან მაჩალიკაშვილი ცოცხალი გვჭირდებოდა
- +

31 იანვარი. 2020. 02:12

 

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის სოსო გოგაშვილის განცხადებით, ტერორისტებთან კავშირში ბრალდებული, პანკისის მკვიდრი თემირლან მაჩალიკაჩვილი, რომელიც აყვანის სპეცოპერაციის დროს დაიღუპა, პროკურატურას ცოცხალი სჭირდებოდა და მისი ლიკვიდაცია წინასწარ დაგეგმილი არ ყოფილა.  


"თემირლან მაჩალიკაშვილი ჩვენ გვჭირდებოდა ცოცხალი, რადგან ის მეტ ინფორმაციას მოგვცემდა აჰმედ ჩატაევის შესახებ. დღეს, ის ცოცხალი რომ ყოფილიყო, აუცილებლად ექნებოდა ბრალი წაყენებული და იქნებოდა მისჯილი. თუ აუცილებლობა არ დადგებოდა, მისი ლიკვიდაცია არ მოხდებოდა. რაც დაინახა ამ შემთხვევაში სპეცრაზმელმა, იმოქმედა კანონის მიხედვით", - განაცხადა სოსო გოგაშვილმა "TV პირველის" ეთერში. ​

მისივე თქმით, აღნიშნული სპეცოპერაცია დაგეგმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, მის წარმოებაში არსებული საქმისა და შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე. 

"ერთი თვის განმავლობაში, ჩვენს უცხოელ კოლეგებთან ერთად, ყოველდღიურ რეჟიმში, 24 საათის განმავლობაში ვმუშაობდით მტკიცებულებების შეკრებაზე. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა პროკურატურის ზედამხედველობით დაიგეგმა ეს ყველაფერი. ჩვენ ამას არ ვაკეთებდით ჩვენი ინიციატივებით, სპონტანურად. ეს ოპერაცია სწორად და ზუსტად გაწერილი გეგმის მიხედვით იყო. დავალება წერილობითაც შეიძლება იყოს გაცემული და ვერბალურადაც. მსოფლიო დონის ტერორისტების გაუვნებელყოფა და ლიკვიდაცია მოხდა", - განაცხადა სოსო გოგაშვილმა.  

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner